LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ილია ელოშვილის საცხოვრებელ სახლთან თბილისის მერი კახა კალაძე მივიდა

520
87ee4eb90d8c6a9dd6a8f86cba6cb3aa

თბილისის მერის მოადგილის, ილია ელოშვილის ცხედარი სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან საკუთარ საცხოვრებელ სახლში გადაასვენეს.

მის საცხოვრებელ სახლთან თბილისის მერის მოადგილეები, თანამშრომლები, მეგობრები და ნათესავები არიან შეკრებილები.

ცოტა ხნის წინ ილია ელოშვილის საცხოვრებელ სახლთან თბილისის მერი კახა კალაძე მივიდა.

ცნობისთვის, თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. შსს-მ გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები