LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

15 წლის მოზარდის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე არასრულწლოვანს ბრალი წარედგინა

103
პროკურატურა

პროკურატურამ თბილისში მომხდარი არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, ასევე არასრულწლოვანს, ბრალდება წარუდგინა.

15 წლის მოზარდის მკვლელობის მცდელობისთვის ასევე არასრულწლოვანი დააკავეს – რა განცხადებას ავრცელებს შსს

უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 30 მაისს, თბილისში, დაპირისპირებულ მხარეებს შორის მომხდარი გარჩევისა და ჩხუბის დროს, ბრალდებულმა, განზრახ მოკვლის მიზნით, 15 წლის მოზარდს დანით ჭრილობები მიაყენა.

“დროულად აღმოჩენილი სამედიცინო დახმარების შედეგად დაზარალებულის გადარჩენა მოხერხდა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობა, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ) წარედგინა.

პროკურატურა, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება დანაშაულთან შესაძლო კავშირში მყოფი პირების დადგენის მიზნით”, – აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სამგორში 15 წლის არასრულწლოვანი დაჭრეს

დაჭრილი 15 წლის მოზარდის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება – სავარაუდოდ, მეტი ოპერაცია აღარ დასჭირდება: ექიმი

„ბევრნი იყვნენ, შეგვეშინდა, შეიძლება ადგილზე მომკვდარიყო“ – რას ამბობს თვითმხილველი, რომელმაც ისანში დაჭრილი მოზარდი საავადმყოფოში საკუთარი მანქანით გადაიყვანა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები