1-ელ ივნისს რადიო „არ დაიდარდოს“ დილის ეთერს მომღერალი დათო ხუჯაძე სტუმრობდა. დათომ „არ დაიდარდოს“, რომელიც 18 წლის გახდა, დაბადების დღე მიულოცა. მომღერალმა დაგეგმილ კონცერტებზე და ახალ ნამუშევრებზეც ისაუბრა.
დათო, მოგესალმებით, როგორ ხართ?
მოგესალმებით. პირველ რიგში, მინდა მოგილოცოთ დაბადების დღე და გისურვოთ მეტი და მეტი წარმატება, რადგან ბევრი რამ არის თქვენზე დამოკიდებული. ბევრი მომღერლის, შემსრულებლის და კომპოზიტორის წინ წამწევი ხალხი ხართ. მინდა გისურვოთ, რომ მეტი და მეტი ტერიტორია მოიცვათ და უფრო დიდ არენაზე გახვიდეთ. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მეტი წილი ჩემი შემოქმედების „არ დაიდარდოში“ გაჟღერდა და აქედან დაიწყო ყველაფერი და მე ამის გამო ძალიან მადლობელი ვარ და ამიტომ მინდა ყველაფერი ყოველთვის კარგად გქონდეთ. აუცილებლად დიდხანს უნდა იარსებოთ.
როგორია საზაფხულო გეგმები?
რაც შეეხება საზაფხულო გეგმებს, ჯგუფი სახე აქტიურად მოღვაწეობს და აქედან გამომდინარე, ბათუმში უკვე დაგეგმილი გვაქვს 5 კონცერტი. ვაპირებთ სიმღერების გამოშვებას, რომლებზეც ახლა ვმუშაობთ. აქტიურად ვართ ჩართულები საქმიანობაში და არ ვეშვებით, რაც მთავარია. ჩაწერილი მაქვს რამდენიმე ახალი სიმღერა, რომლებზეც ვგეგმავ კლიპის გადაღებას.
გადაცემის ჩანაწერი: