LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: მსოფლიოში ყველაზე სწრაფი პიკაპი ორი რეაქტიული ძრავით

37
Capture

Youtube-არხზე Barcroft Cars გამოაქვეყნეს ვიდეო, რომელშიც მოდიფიცირებული დრაგსტერი Hot Streak-ია ასახული. მოდელი 1957 წლის Chevrolet-ის კლასიკური პიკაპის სტილშია შესრულებული. უნიკალური მანქანა 1990-იანი წლების დასაწყისში ააგეს და მას თვითმფრინავის ორი რეაქტიული ძრავა დაუმონტაჟეს.

ტურბო-რეაქტიულ ძრავებს 25000 ცხენის ძალის განვითარება შეუძლიათ. პიკაპის მაქსიმალური სიჩქარე 560 კმ/სთ-ია და ამ სიჩქარის განვითარება მანქანას რამდენიმე წამში შეუძლია.

ტრადიციულ სამუხრუჭე სისტემასთან ერთად ავტომობილი 2 ცალი ხუთმეტრიანი პარაშუტითაცაა აღჭურვილი, რაც დამუხრუჭების დროს გადატვირთვას ამცირებს.

რეაქტიული პიკაპის შემქმნელი 2019 წელს გარდაიცვალა, თუმცა ამჟამინდელი მფლობელი სატვირთოს იდეალურ მდგომარეობაში ინახავს.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები