LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თურქეთმა PCR ტესტის მოთხოვნა გააუქმა

53
thumbs_b_c_065ff69be5fd87fbafe00e3d1d0a89e9

თურქეთი ქვეყანაში შესასვლელად პისიარ ტესტებზე მოთხოვნას აუქმებს. მედიის ინფორმაციით, აღნიშნულის შესახებ თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო იტყობინება.

„კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული მიმდინარე ვითარების შეფასებით, პირველი ივნისიდან ქვეყანაში ნებისმიერი საგამშვებო პუნქტიდან შესვლისას არ იქნება საჭირო 72 საათით ადრე აღებული „პისიარ“ ტესტის და 48 საათით ადრე აღებული ანტიგენის სწრაფი ტესტის უარყოფითი პასუხების წარდგენა“, – ნათქვამია თურქეთის შინაგან საქმეთა სამინიტროს განცხადებაში.

ასევე აღსანიშნავია, რომ ხელისუფლებამ სამედიცინო დაწესებულების გარდა, ყველგან გააუქმა პირბადის სავალდებულო ტარება.

ასეთი გადაწყვეტილება ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების მკვეთრი კლების ფონზე მიიღეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები