LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთიანი აჭარა და თვალწარმტაცი ჩანჩქერები – ბონ ვოიაჟი

502
ქავ

აჭარა შესანიშნავი მხარეა, როგორც ხმაურიანი გართობის, გარუჯვისა და ფერადოვნების მოყვარულთათვის, ასევე სიმშვიდის და ბუნების წიაღში ჰარმონიის მაძიებელთათვისაც. ბონ ვოიაჟი ულამაზეს ჩანჩქერებსა და მის მიმდებარედ არსებულ ულამაზეს ადგილებს გაგაცნობთ.

მეძიბნას ჩანჩქერი

მეძიბნის ჩანჩქერი ან, როგორც მას ადგილობრივები ეძახიან ,,გოდერძის ჩანჩქერი“ქედის მუნიციპალიტეტში მდებარეობს, ქედადან 10 კილომეტრში. სამანქანო გზის დასრულებიდან ჩანჩქერამდე ფეხით სასიარულო მანძილი 500 მეტრია. კაკლებით დაჩრდილულ მეძიბნაში, ჩანჩქერთან მისვლამდე შეგილიათ სოფლის ხედებით დატკბეთ  ჩანჩქერი გამოირჩევა წყალუხვობით. იგი უზარმაზარი, ცადაწვდილი მთებიდან მოედინება, ვარდნის სიძლიერე ისეთია, რომ ჩანჩქერის ბუნებრივ აუზში ბანაობისას დიდი სიფრთხილეა საჭირო. მისი სიმაღლე დაახლოებით 30 მეტრია. ჩანჩქერის უკან კლდეში არის ბუნებრივი გამოქვაბული, სადაც 10-მდე ადამიანს შეუძლია მოთავსება.

მერისის ჩანჩქერი

კიდევ ერთი ულამაზესი ჩანჩქერი ქედის მუნიციპალიტეტში, ეს მერისია. სამანქანო გზის დასრულებიდან ჩანჩქერამდე ფეხით სასიარულო მანძილი 100 მეტრია. ჩანჩქერთან მოწყობილია სასიარულო ბილიკი, იქვეა კაფე. ამ ულამაზეს, მწვანეში ჩაფლულ ხეობაში ნახავთ მერისის  ჩანჩქერს, რომელიც ღრმად შეჭრილ, მიხვეულ-მოხვეულ მთებშია ჩამალული.აქვეა ზენდიდის უძველესი ციხესიმაგრის ნანგრევები, რომლის კედლებშიც ახლა სოფლის მკვიდრები ცხოვრობენ. ჩანჩქერის სიმაღლე 30 მეტრია, ჩანჩქერთან მისასვლელად უნდა გაიაროთ ვიწრო საფეხმავლო ბილიკი. ჩანჩქერი წყალუხვია და შესაძლებელია ბანაობაც.

მახუნცეთის ჩანჩქერი

მახუნცეთის ჩანჩქერი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ჩანჩქერია საქართველოში. მდებარეობს აჭარაში,ქედის მუნიციპალიტეტში, სოფელ მახუნცეთში, ზღვის დონიდან 335 მეტრის სიმაღლეზე, მდინარე აჭარისწყლის მარჯვენა მხარეს. სამგზავროდ.მახუნცეთის ჩანჩქერი ულამაზესი და შთამბეჭდავია, ამიტომაც უამრავ მნახველს იზიდავს. ჩანჩქერზე ვიზიტისას შესაძლებლობა გაქვთ ეწვიოთ სხვა ტურისტულ ღირსშესანიშნაობებს, მათ შორის, თამარის თაღოვან ხიდს. აქვეა განლაგებული რესტორნის ტიპის კვების ობიექტები და საპიკნიკე ადგილები. ჩანჩქერის სიმაღლე 36 მეტრია.ჩანჩქერის მონახულება შესაძლებელია წელიწადის ნებისმიერ დროს.

მირვეთის ჩანჩქერი

მირვეთის ჩანჩქერი — სოფელ მივრეთში, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, აჭარისწყალის თემში. მდებარეობს მდინარე ჭოროხის მარცხენა მხარეს, ზღვის დონიდან 60 მ სიმაღლეზე. ქალაქ ბათუმიდან დაშორებულია 19 კილომეტრით.სოფელი მირვეთი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, ბათუმიდან 27 კმ.-ის დაშორებით მდებარეობს, მდინარე ჭოროხის მარცხენა მხარეს, ზღვის დონიდან 60 მეტრის სიმაღლეზე. მთისა და ზღვის ჰაერით გაჯერებული მირვეთი ერთ-ერთი ულამაზესი სოფელია აჭარაში. სწორედ აქ ნახავთ მივრეთის ჩანჩქერს,რომელიც 20 მეტრის სიმაღლიდან ეშვება და ულამაზეს სანახაობას ქმნის.სოფელში შეხვდებით გადაშენების პირას მყოფი კოლხური ბზის ხეივანს, რომელიც წითელ წიგნშია შეტანილი. ბზის ხეებით დაბურულ ხეობაში მდებარე მირვეთის ჩანჩქერი  აქვეა მოწყობილი საპიკნიკე ტერიტორია. ჩანჩქერის გარდა სოფელ მირვეთში შესაძლებელია ქვის თაღოვანი ხიდის მონახულება.

ძენწმანის ჩანჩქერი

ძენწმანის ჩანჩქერამდე მისასვლელად ქედის ცენტრიდან უნდა გადაუხვიოთ სოფლისკენ, ხეობაში ჩასასვლელ ბილიკზე მოაჯირებია მოწყობილი, რაც აადვილებს დაღმართზე გზას, რომლის ბოლოშიც შავი, ქვაბული კლდიდან გადმომდინარი ძენწმანის ჩანჩქერია. აქვე შეგიძლიათ მოინახულოთ ძველი ხის მეჩეთი, რომელიც ადგილობრივების თქმით 150 წელზე მეტისაა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები