LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს მთავრობა და Air France საერთო პროექტების განხორციელებას გეგმავენ

49
283891878_2055030384696153_2410003920153208066_n

ტურისტული ცნობადობის ამაღლების მიზნით, საქართველოს მთავრობა და ფრანგული ავიაკომპანია Air France საერთო პროექტების განხორციელებას განიხილავენ. აღნიშნულის შესახებ ცნობილი ეკონომიკის მინისტრის მოადგილის მარიამ ქვრივიშვილისა და ავიაკომპანია Air France-ს წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ გახდა.

“ნაყოფიერი შეხვედრა გვქონდა ავიაკომპანიასთან Air France. დავგეგმეთ საერთო პროექტების განხორციელება, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის ცნობადობის გაზრდას საფრანგეთსა და ამერიკაში და საქართველოში მხარჯველუნარიანი ტურისტული ნაკადების ზრდას, ამ ორი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქვეყნიდან!”, – წერს სოციალურ ქსელში მარიამ ქვრივიშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები