საქსტატი საწარმოებში საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენების კვლევის შედეგებს აქვეყნებს.
გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2022 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, საწარმოთა 84.2 პროცენტს ჰქონდა წვდომა ინტერნეტთან. ამასთან, საწარმოთა 75.3 პროცენტი ინტერნეტთან კავშირის უზრუნველსაყოფად იყენებდა ფიქსირებული კავშირის ისეთ საშუალებებს, როგორიცაა: ოპტიკურ-ბოჭკოვანი (FTTH), საკაბელო ტექნოლოგიები, DSL კავშირი (ADSL, SDSL, VDSL) და ა.შ.
2022 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, საწარმოებში დასაქმებულთა 28.8 პროცენტი იყენებდა საწარმოს კუთვნილ პორტატულ კომპიუტერს ან სმარტფონს, რომელიც უზრუნველყოფდა ინტერნეტთან კავშირს (მხოლოდ საწარმოს მიზნებისთვის), ხოლო იმ საწარმოთა პროცენტული წილი, რომლებიც იყენებდნენ ვებგვერდს, განისაზღვრა 13.4 პროცენტით.
საწარმოები ძირითადად იყენებდნენ სოციალური მედიის ისეთ სახეებს, როგორიცაა: სოციალური ქსელი (Facebook, Linkedin და ა.შ.) – 31.1 პროცენტი, ხოლო საწარმოთა 67.9 პროცენტი საერთოდ არ იყენებდა სოციალური მედიის საშუალებებს.