მიშა ცაგარელი ჟურნალ „თბილისელებთან“ ივნისის პირველ პერიოდს განიხილავს და საუბრობს იმის შესახებ, რატომ იქნება ის რთული:
„ივნისის დასაწყისი ძალიან მძიმე აღმოჩნდება მოსახლეობის უმეტესობისთვის. არასასიკეთო კოსმოპლანეტარულ მდგომარეობას დაამძიმებს რეტროგრადული პლანეტა მერკურიც, რომელიც გაართულებს კომუნიკაციას, სრული და ნამდვილი ინფორმაციის მიღებას. გამწვავდება როგორც პირადი, ისე საქმიანი ურთიერთობები. დაიძაბება სიტუაცია სხვადასხვა ორგანიზაციას, პოლიტიკურ პარტიებს, საზოგადოებასა და სახელმწიფო სტრუქტურებს შორის…
გარშემო მყოფების რჩევების მოსმენა არავის მოუნდება, ამიტომ მნიშვნელოვნად მოიმატებს შეცდომების დაშვებისა და მცდარი გადაწყვეტილებების რიცხვი, რაც ხშირ შემთხვევაში სავალალო შედეგებს გამოიწვევს.
11 ივნისის შემდეგ სიტუაცია დამშვიდდება და მეტად შემოქმედებითი პერიოდი დაისადგურებს. 13-დან 23 ივნისამდე დროის მონაკვეთი ხელს შეუწყობს საქმიან მოლაპარაკებებს, შეხვედრებს, ხელშეკრულებების დადებას…“