ტელეწამყვანისა და მსახიობის, გიორგი გასვიანის მეუღლე, მარიტა მელიქიშვილი ჟურნალ „თბილისელებთან“ იმის შესახებ საუბრობს, თუ როგორ დაეხმარა მეუღლე მშობიარობის შემდეგ სირთულეებთან გამკლავებაში:
„ძალიან რთული იყო და ამ პროცესში გიორგი ძალიან მეხმარებოდა. მანამდე ვფიქრობდი, რომ არ იყო საჭირო, ყველა დეტალი წინასწარ სცოდნოდა, გადაწყვეტილი მქონდა, ყველაფერს ბუნებრივად გავყოლოდი, მაგრამ ორსულობის ბოლო პერიოდში სოციალურ ქსელში ძალიან ბევრი ინფორმაცია მიხვდებოდა მშობიარობის შემდგომ დეპრესიასთან დაკავშირებით და ნელ-ნელა ამ თემამ „ჩამითრია“. ბევრი რამ წავიკითხე, ინფორმაციულად უკვე მზად ვიყავი, მაგრამ ეს არ ყოფილა საკმარისი. მე ახალ რეალობას შევეჯახე და უსუსური აღმოვჩნდი. მივხვდი, რომ დეპრესია მქონდა. ღამე ბავშვს რომ ეძინა, გვერდზე მივუწვებოდი და უმიზეზოდ მეტირებოდა. გალას ვუყურებდი და თავში ათასი სულელური აზრი მიტრიალებდა. გაღიზიანებულიც ვიყავი, ხასიათი უცებ მეცვლებოდა, ვწვებოდი, მაგრამ ვერ ვიძინებდი, რადგან სულ ვშფოთავდი. ყველაფერზე გამძაფრებული რეაქცია მქონდა. გიორგი რომ შემომხედავდა, მაშინვე ხვდებოდა, როგორ განწყობაზეც ვიყავი, ჩამეხუტებოდა, გამამხნევებდა და მერე მასთან ერთად ყველაფერი მიმარტივდებოდა. ეს მსუბუქი ფორმით ახლაც გრძელდება, მაგრამ უკვე აღარ მეტირება და რაც მთავარია, ჩემი შვილის მიმართ უზარმაზარ სიყვარულს ვგრძნობ, რაც მანამდე ძალიან მიჭირდა. დღეს ყველა დედას ვეტყვი, რომ ის ნამდვილად გმირია…“
„ულამაზესი და უსაყვარლესი ოჯახი“ – ნახეთ რა ფოტოს აქვეყნებს გიორგი გასვიანი