LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პანდემიური საფრთხეები აღარ ჩანს, თუმცა ეს სეზონი ასევე არაპროგნოზირებადი და თვითდინებადი იქნება – ვატო ასათაშვილი

57
5f0365240455a

„ტურიზმის ინდუსტრიას 2019 წლის ნიშნულთან მიახლოვებისთვის 3-4 წელი დასჭირდება. ომმა ვითარება გაართულა და შეცვალა“, – ამის შესახებ bm.ge-სთან “ჰელისკი ჯორჯიას” დამფუძნებელი საუბრობს.

ვატო ასათაშვილი მიიჩნევს, რომ დღეს მიზნობრივ ბაზრებზე საუბარი სასაცილოა იმიტომ, რომ პროგნოზების გაკეთება შეუძლებელია.„კომპანიებმა ახლა ბაზარზე ოპერირების გაგრძელება უნდა შეძლონ და სწორი ანალიზი გააკეთონ, თუ რომელ ბაზრებზე იქნებიან ორიენტირებულები. ტურიზმის მარკეტინგის ბიუჯეტი ფაქტობრივად მკვდარია. სახელმწიფოს მხრიდან ახლა ხელგაშლილი კამპანიები უადგილოა“, – ამბობს ასათაშვილი bm.ge-სთან.

მისივე განმარტებით, ჩვენ გავარეკლამებთ რაღაცას, რისი სერვისის მიმწოდებელიც აღარ გვყავს. „არ შეიძლება მოლოდინები შევქმნათ და ქვეყნის შიგნით ამისთვის ბიზნესი მზად არ იყოს. პანდემიური საფრთხეები აღარ ჩანს, თუმცა ეს სეზონი ასევე არაპროგნოზირებადი და თვითდინებადი იქნება” – დასძენს “ჰელისკი ჯორჯიას” დამფუძნებელი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები