LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ლავროვი ირწმუნება, რომ სამოქალაქო ობიექტებს არ ურტყამენ – ჯანმომ ფსიქიატრიული საბჭო უნდა შექმნას, სავარაუდოდ, ახალი ვირუსია?“ – რა კადრებს ავრცელებს პოდოლიაკი

74
Untitled design

უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი, მიხაილ პოდოლიაკი ეხმიანება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მტკიცებას, რომ ისინი უკრაინაში სამოქალაქო ობიექტებს თავს არ ესხმიან.

ამის დასამტკიცებლად პოდოლიაკი სოციალურ ქსელში რუსული აგრესიის შედეგად დაშავებული მოქალაქეებისა და დაზიანებული ინფრასტრუქტურის ფოტოებს აქვეყნებს.

მიხაილ პოდოლიაკი აქვე აღნიშნავს, რომ რუსეთის წარმომადგენლების განცხადებების შესაფასებლად მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ საერთაშორისო ფსიქიატრიული საბჭო უნდა შექმნას:

“ჩვენ არ ვბომბავთ სამოქალაქო ობიექტებს, ჩვენ მხოლოდ სამხედრო ობიექტებს ვურტყამთ”, განაცხადა ლავროვმა, მინისტრმა ომის დანაშაულების გამართლების საკითხებში.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ უნდა შექმნას საერთაშორისო ფსიქიატრიული საბჭო, რომელიც რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლების განცხადებებს შეაფასებს. სავარაუდოდ, ახალი ვირუსია? კი, ფოტოებზე “სამხედრო ობიექტებია”, – წერს პოდოლიაკი.

ლავროვი: „ეს არ არის ანექსია.. ვიცავთ მოსახლეობას და ვეხმარებით ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში“

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები