Snap Fitness-ში საშემოდგომო სეზონი დაიწყო. Snap Fitness-ი მომხმარებლებს პრემიუმ კლასის ტრენაჟორებსა და კვალიფიციურ ფიტნეს ინსტრუქტორებს სთავაზობს. ფიტნეს დარბაზი საერთაშორისო სტანდარტებზე მორგებულ სავენტილაციო სისტემაზეა მორგებული.
1 თვიან აბონიმეტის ფასი 119 ლარია, რომელიც 24 საათიანი დარბაზის მომსახურებას და ჯგუფური ვარჯიშებით სარგებლობის შესაძლებლობას იძლევა. 3 თვიანი აბონიმენტის შეძენის შემთხვევაში ფასდაკლება მოქმედებს და მისი ფასი 250 ლარია.
ზუმბა, პილატესი, აერობიკა, სპინინგი, პრესი, კრივი – პროგრამების შერჩევა მომხმარებლის სურვილისამებრ ხდება.
კვალიფიციური ინსტრუქტორები თითოეულ მომხმარებელზე, ინდივიდუალურად შედგენილი პროგრამებით უწევენ საჭირო ინსტრუქტაჟს მსურველებს, რაც უმოკლეს დროში ეფექტურ შედეგს იძლევა.
როგორც „ფორტუნა პლუსთან“ საუბრისას Snap Fitness-ის მენეჯერმა სოფო სოლოღაშვილმა აღნიშნა, პრემიუმ კლასის ტრენაჟორები, კერძოდ კი „ტექნო ჯიმი“ განსაზღვრავს ხარისხსა და დონეს.
Snap Fitness – ის ფილიალები თბილისში, ყაზბეგის #24 და ჭავჭავაძის #29-ში მდებარეობს. მალე გაფართოებასაც გეგმავენ და რამდენიმე ფილიალი თბილისსა და რეგიონებში გაიხსნება.