რუსთავში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს “ბეემვეს”, “მერსედესისა” და “ლექსუსის” მარკის ავტომობილები დაეჯახნენ.
“ინფო რუსთავი”-ს ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი. ავარიის შედეგად არავინ დაშავებულა.
თვითმხილველების ინფორმაციით ავარიის გამომწვევი მიზეზი გზაზე არსებული ორმოა. მძღოლმა საჭე ორმოს ააცილა რის შემდეგაც ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.