78 წლის რობერტ დე ნიროს ახლა საოცრად დატვირთული შემოქმედებითი პერიოდი აქვს. სულ ცოტა ხნის წინ ის საბერძნეთში, ფილმის გადაღებების პროცესში აქტიურად იყო ჩართული. ახლა კი ის „კანის 75-ე კინოფესტივალზე“ ჩაფრინდა და გალა კონცერტს დაესწრო.
პაპარაცებმა ლეგენდარული მსახიობი ლეონარდო დიკაპრიოსთან საუბრის დროს გადაიღეს. ლეო და რობერტი ერთ მაგიდასთან ისხდნენ და აშკარად საინტერესო თემაზე საუბრობდნენ.
„კანის“ საპატიო სტუმრის სტატუსის მქონდე დე ნირო შესანიშნავად გამოიყურებოდა მუქ ლურჯ კოსტიუმში.