LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართველი მოსწავლეების საერთაშორისო წარმატება – ევროპის ფიზიკოსთა VI ოლიმპიადაზე კომაროველებმა ოქროსა და ვერცხლის მედლები დაიმსახურეს

83
komarovelebi

კომაროვის სკოლის მოსწავლეების წარმატება – ევროპის ფიზიკოსთა VI ოლიმპიადაზე კომაროველები იმ მონაწილეებში არიან, რომლებმაც ოქროს მედალი მოიპოვეს. ოქროს გარდა, ქართველმა მოსწავლეებმა ვერცხლის და ბრინჯაოს მედლებიც დაიმსახურეს. საერთაშორისო წარმატების შესახებ ინფორმაციას სკოლა სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„სიხარულით გიზიარებთ კომაროვის სკოლის მოსწავლეების საერთაშორისო წარმატებას!

სლოვენიის დედაქალაქ ლიუბლიანაში 20-24 მაისს ევროპის ფიზიკოსთა VI ოლიმპიადა (EuPho) გაიმართა, სადაც საქართველოს ნაკრების ხუთმა წევრმა მიიღო მონაწილეობა.

ოლიმპიადის ფარგლებში 33 ქვეყნის 182 მონაწილიდან ოქროს მედალი მხოლოდ 12-მა მიიღო, მათ შორის, ორი ოქროს მედალი კომაროვის სკოლის მოსწავლეებმა ნიკოლოზ მალცევმა და ირაკლი უგულავამ მოიპოვეს. ვერცხლის მედალი ასევე ჩვენი სკოლის მოსწავლემ, ანდრია მანჯავიძემ მიიღო. ბრინჯაოს მედლების მფლობელები გრიგოლ ცირეკიძე და დურმიშხან ქართველიშვილი გახდნენ (ქუთაისის 41-ე საჯარო სკოლა).

კომაროვის სკოლა ულოცავს მოსწავლეებს, პედაგოგებსა და წრის ხელმძღვანელებს და მომავალ წარმატებებს უსურვებს!“, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები