ჩინეთში, მამაკაცი კორპუსის მე-6 სართულზე აცოცდა, რათა ფანჯრიდან გადმოვარდნილი 5 წლის გოგონა გადაერჩინა. გმირის ისტორია Metro-მ გაავრცელა.
ადგილობრივებმა ბავშვის ტირილის ხმა გაიგეს და დაინახეს, რომ პატარა გოგონა ფანჯრის გისოსზე ეკიდა, თანაც მე-6 სართულზე. პატარა შესაძლოა ნებისმიერ წუთს ჩამოვარდნილიყო, ამიტომ ერთ-ერთმა თვითმხილველმა სასწრაფოდ მისკენ მიაშურა.
მეზობლების მიერ გადაღებულ კადრში ჩანს, თუ როგორ აცოცდა კაცი კედელზე, ყოველგვარი დაზღვევის გარეშე. მე-6 სართულამდე მისვლის შემდეგ მას ერთ ხელში ბავშვი ეკავა, მეორით კი გისოსზე იყო ჩამოკიდებული. ამის შემდეგ მან ბავშვი ნელ-ნელა ძირს ჩამოიყვანა.
საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად დასრულდა.
https://www.youtube.com/watch?v=16H3GYn4jqk&t=1s