LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„არა რეპრესიებს პროფესიონალიზმის ნიშნით“ – ეროვნული მუზეუმიდან გათავისუფლებული თანამშრომლები აქციას მართავენ

141
აქცია ეროვნულ მუზეუმთან

„არა რეპრესიებს პროფესიონალიზმის ნიშნით“, – ამ ლოზუნგით ეროვნული მუზეუმის წინ მუზეუმიდან გათავისუფლებული თანამშრომლები აქციას მართავენ.

როგორც აქციის მონაწილეები მედიასთან ამბობენ, მათი პროტესტი მხოლოდ მუზეუმიდან თანამშრომლების გათავისუფლების წინააღმდეგ არაა მიმართული.  ამბობენ, რომ თანამშრომლებისთვის მუზეუმში მიმდინარე მოვლენები მიუღებელია. აქციის მონაწილეების თქმით, იკარგება მუზეუმის სამეცნიერო კონცეფცია, ხოლო თუ მეცნიერები გათავისუფლდებიან, ეროვნული მუზეუმი, როგორც იდეა დაიკარგება და კულტურული მემკვიდრეობა გაქრება.

აქციის პარალელურად, ეროვნულ მუზეუმში კულტურის სამინისტროს ეგიდით ღონისძიება იმართება, რომელსაც დიპლომატები და სხვა მაღალი თანამდებობის პირები ესწრებიან.

„ეროვნული მუზეუმის 40-მდე თანამშრომელი გაათავისუფლეს“ – რას ითხოვს და რას აპირებს პროფკავშირი?

IDFI: 2021 წელს ყველაზე დახურული უწყება კულტურის სამინისტრო იყო

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები