LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვეჭვობ, რომ ლარი არაადეკვატურადაა გამყარებული” – გაიაფდება თუ არა იმპორტირებული პროდუქცია

126
ipiccy-image-2021-06-08_11-39-59_043011-e1623152404339

„ერთადერთი რაც შემიძლია დამამშვიდებელი ვთქვა, თუ ეს კურსი შენარჩუნდა, პროდუქტი აღარ გაძვირდება“, – ამის შესახებ ბიზნეს დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელმა, ივა ჭყონიამ „პალიტრანიუსის“ ეთერში ისაუბრა. მისი თქმით, ლარი ნამდვილად არაადეკვატურად იქცევა და გამყარებაც არ არის ადეკვატური.

„გვახსოვს, ლარი რამდენჯერმე გამყარდა 2-3 კვირით და მერე ისევ დაუბრუნდა მაღალ ნიშნულს. მერწმუნეთ, პროდუქციის გაძვირება ძალიან მტკივნეული პროცესია ბიზნესისთვის. რთული გასაგებია, მაგრამ უფრო რთულიც კია ბიზნესისთვის, ვიდრე მოსახლეობისთვის. განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა საწვავის ფასები კატასტროფულად გაზრდილია. დღევანდელი გამყარებული ვალუტა, აბალანსებს საწვავის გაზრდილ ფასს და საერთაშორისო ბაზარზე გაძვირებულ ნედლეულს. ერთადერთი რაც შემიძლია დამამშვიდებელი ვთქვა, თუ ეს კურსი შენარჩუნდა, პროდუქტი აღარ გაძვირდება“, – განაცხადა ივა ჭყონიამ „პალიტრანიუსის“ ეთერში.

მისივე განმარტებით, ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ფასების გაიაფება შეგვიძლია დავარქვათ ფასების შენარჩუნებას. „უნდა გაძვირებულიყო და შენარჩუნდა. არის რაღაც სწრაფად ბრუნვადი პროდუქტი, რომელიც პირდაპირ კურსზეა მიბმული და ამაზე იმოქმედებს, მაგრამ ვერცერთ შემთხვევაში მასშტაბურად“, – დასძინა ივა ჭყონიამ.

ცნობისთვის, ლარის კურსი თითქმის ორი თვეა მყარდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები