LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აბრამოვიჩს 1 დოლარიც არ შეხვდება- ბრიტანეთის მთავრობამ გადაწყვეტილება მიიღო

123
OX_1646298733

ბრიტანეთის მთავრობამ საფეხბურთო კლუბ „ჩელსის“ გაყიდვას მხარი დაუჭირა და განაცხადა, რომ 5 მილიარდი დოლარის ღირებულების გარიგებიდან მისი მფლობელი, რომან აბრამოვიჩი სარგებელს ვერ მიიღებს.

„გუშინ ღამით მთავრობამ გასცა ლიცენზია, რომელიც საფეხბურთო კლუბ „ჩელსის“ გაყიდვის ნებართვას იძლევა”, – დაწერა „ტვიტერზე“ ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრმა კულტურის, მედიისა და სპორტის საკითხებში ნადინ დორისმა.

მისივე განმარტებით, იმ სანქციების გათვალისწინებით, რომლებიც ბრიტანეთმა დაუწერა პუტინსა და მასთან დაკავშირებულ პირებს, გაყიდვიდან შემოსული თანხით სარგებელს ვერ მიიღებენ რომან აბრამოვიჩი და სხვა სანქცირებული პირები.

შეგახსენებთ, „ჩელსის“ გაყიდვით სრულდება რომან აბრამოვიჩის მიერ კლუბის ფლობის 19 წლიანი ისტორია.  

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები