მას შემდეგ, რაც ბრუკლინ ბექჰემი და ნიკოლა პელტცი „მეტ გალაზე“ გამოჩნდნენ, საუბრები ბექჰემების რძლის ორსულობის შესახებ არ წყდება. პაპარაცები წყვილის ყოველ გამოჩენას უთვალთვალებენ, რათა გაარკვიონ, მართლაც ორსულადაა თუ არა ნიკოლა.
ფოტო: „უკვე ორსულადაა?“ – ნიკოლა პელტცი „მეტ გალაზე“ „ვალენტინოს“ პიკანტურ კაბაში გამოჩნდა
ცოტა ხნის წინ, 23 წლის ბრუკლინი და 27 წლის ნიკოლა ჰოლივუდში, ბაზარში გადაიღეს. მზრუნველმა ბრუკლინმა საყვარელ ქალს ყვავილები უყიდა. მალევე თაიგულმა საინტერესო ფუნქცია შეიძინა, ყვავილებით პელტცი მუცელს იფარავდა.
რაც შეეხება წყვილის ჩაცმულობას, ბრუკლინს თეთრი მაისური და ჯინსის შარვალი ეცვა, ნიკოლა კი საზაფხულო, შავ კაბაში იყო გამოწყობილი და „ვერსაჩეს“ მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი ამშვენებდა.
„ყვავილებით მუცელს მალავს“,„მილიარდერები ბაზარში?“,„მუცელი ეტყობა“, – წერენ კომენტარებში.