„თელიანი ველის“ მთავარი მეღვინე მიხეილ ხმელიძე თეთრი ღვინის კატეგორიაში მსოფლიოს საუკეთესო მეღვინეების სამეულშია. ინფორმაციას თავად ღვინის კომპანია ვრცელებს, რომელიც საზოგადოებას „International Wine Challenge 2022“- ზე მოპოვებული უმაღლესი ჯილდოებისა და საერთაშორისო აღიარების შესახებ ინფორმაციასაც აწვდის.
აღსანიშნავია, რომ International Wine Challenge“ მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და გავლენიანი კონკურსია, რომელიც ყოველწლიურად ლონდონში ტარდება. წელს კონკურსში მსოფლიოს 50 ქვეყნიდან ათასობით ღვინო იღებდა მონაწილეობას.
IWC 2022-ზე წარდგენილ „თელიანი ველის“ ღვინოებს 2 უმაღლესი ჯილდო – ოქროს თასი, 2 ოქროს, 5 ვერცხლისა და 7 ბრინჯაოს მედალი გადაეცა.
რაც შეეხება მეღვინეებს, International Wine Challenge 2022 წლის საუკეთესო მეღვინეებს შემდეგ კატეგორიებში წარადგენს: წითელი, თეთრი, ცქრიალა, შემაგრებული და ტკბილი ღვინო.
2022-წლის კონკურსში 317 ოქროს, 1731 ვერცხლის და 2048 ბრინჯაოს მფლობელი ღვინო გამოვლინდა. IWC2022-ის რჩეული მეღვინეების ვინაობა 7 ივლისს გამოცხადდება.