LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფეხსაცმელი, რომელიც ბავშვის ზრდასთან ერთად გაიზრდება – ინოვაციური იდეა, რომლის მიზანიც კლიმატის ცვლილების შემცირებაა

42
Capture

ბრიტანელები მუშაობენ ფეხსაცმელზე, რომელიც ბავშვის ზრდასთან ერთად გაიზრდება. უჩვეულო იდეის ავტორი სტარტაპი Pip & Henry-ია და ფეხსაცმელი საბოლოოდ დაპატარავებამდე 3,5 ზომით შეძლებს გაზრდას.

The Guardian-ის ინფორმაციით, გამოგონება კლიმატის ცვლილებასთან საბრძოლველად შეიქმნა. პროექტის ორგანიზატორები ვარაუდობენ, რომ მათი ფეხსაცმელი თავის პატარა მომხმარებლებს საშუალოდ ორჯერ უფრო დიდ ხანს მოემსახურება.

ასეთი იდეა კი ბრენდის შემქმნელს შვილის შეძენის შემდეგ გაუჩნდა და ის პირობას დებს, რომ ფასი მაქსიმალურად დაბალი იქნება რათა ფეხსაცმლის ყიდვა ყველამ შეძლოს.

სიახლე ბაზარზე 2023 წლიდან გამოვა, ბრენდს კი იდეალური ნაწარმის შესაქმნელად 250 ათასი ევროს ოდენობის გრანტი აქვს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები