„კანის კინოფესტივალის“ წითელ ხალიჩაზე ჩვენ უკვე უამრავი ვარსკვლავი ვიხილეთ. ბუნებრივია ღონისძიებას არ გამოაკლდნენ ვენსან კასელი და მისი მეუღლე, ტინა კუნაკი.
„კანის კინოფესტივალზე“ ვენსან კასელმა და ტინ კუნაკმა ერთნაირ ტანისამოსში გამოანათეს
წითელ ხალიჩაზე 25 წლის მოდელმა „ვალენტინოს” მწვანე კაბა და თეთრი ხელთათმანები მოირგო, 54 წლის ვენსანი კი კლასიკურ სმოკინგში იყო გამოწყობილი. ისინი ერთმანეთს გვერდიდან არ შორდებოდნენ და ბედნიერებას ასხივებდნენ. შეყვარებული ვენსანი საყვარელ ქალს გამუდმებით თვალებში უყურებდა.