Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
ვიდეო: ხალხმა შიშველი ხელებით გააჩერა მანქანა, რომლის მძღოლსაც გონება ჰქონდა დაკარგული – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ხალხმა შიშველი ხელებით გააჩერა მანქანა, რომლის მძღოლსაც გონება ჰქონდა დაკარგული

39
carcrash

ამერიკაში, ფლორიდას შტატში უცნობმა ადამიანებმა შიშველი ხელებით გააჩერეს ავტომობილი, რომლის მძღოლიც ცუდად გახდა და მართვის სადავეები დაკარგა.

მომხდარის ვიდეო ადგილობრივი პოლიციის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა. ჩანაწერი იწყება იმით, რომ ავტომობილი რომელშიც ქალი იმყოფებოდა, ნელ-ნელა კვეთს გზაჯვარედინს, თანაც წითელ შუქზე. გვერდით მიმავალი მანქანიდან შეამჩნიეს, რომ მძღოლს ცნობიერება ჰქონდა დაკარგული. ერთ-ერთი ავტომობილი გაჩერდა, მძღოლი გადმოხტა და მანქანას დაედევნა, თან ყვირილით სხვა მძღოლებიც გააფრთხილა.

შედეგად სხვადასხვა ავტომობილებიდან რამდენიმე ადამიანი გადმოვიდა და ერთობლივი ძალებით მოძრავი მანქანის გაჩერება შეძლო. შემდეგ კი უგონოდ მყოფი მძღოლიც გადმოიყვანეს. მანქანა უახლოეს ბენზინგასამართ სადგურამდე მიაგორეს და იქ მძღოლს პირველადი დახმარებაც აღმოუჩინეს. საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად დამთავრდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები