LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ადამიანებს, რომლებიც გაქცევას ცდილობენ, აშიშვლებენ, სცემენ და მარიუპოლში აბრუნებენ“ – „კადიროველებმა“ ოკუპირებულ რეგიონში პატრულირება დაიწყეს

186
კადიროველები მარიუპოლში

უკრაინული მედიის ცნობით, „კადიროველებმა“ მარიუპოლში პატრულირება დაიწყეს. მათივე ინფორმაციით, დროებით ოკუპირებული ქალაქსა და მარიუპოლის რეგიონში კადიროვის მობილურმა პატრულებმა „დაცვა“ დაიწყეს.

მერის მრჩეველი პეტრ ანდრიუშჩენკო აცხადებს, რომ ბერდიანსკისა და ზაპოროჟიესკენ მიმავალი გზები მკაცრი კონტროლის ქვეშაა.

„ოკუპანტებმა არამარტო დაშვების ახალი სისტემა შემოიღეს, არამედ მოაწყვეს საგუშაგოები. მარიუპოლის რეგიონს, კადიროვის რიგებიდან, მოძრავი პატრული „იცავს“, – განაცხადა მან.

როგორც მერის მრჩეველმა თქვა, ადგილობრივების მონაყოლიდან ირკვევა, რომ „კადიროველებმა“ იმ მოქალაქეების დაცინვა და მათზე ფიზიკური ძალადობა დაიწყეს, რომლებიც ოკუპირებული მარიუპოლიდან გაქცევას ცდილობდნენ.

„ადგილობრივები იუწყებიან, რომ გუშინ, ნაშუადღევს, მანგუშის რაიონის სოფელ დემიანოვკას მახლობლად, ასეთმა პატრულმა დააკავა მანქანა ბერდიანსკისკენ მიმავალი ხალხით.

ხალხს აშიშვლებდნენ, დასცინოდნენ, მიმართავდნენ ფიზიკურ ძალადობას, შემდეგ ისინი მარიუპოლისკენ მიბრუნდნენ.“– განაცხადა ანდრიუშჩენკომ და რეგიონში დარჩენილ ადამიანებს მოუწოდა, გარკვეული დროით ევაკუაციისგან თავი შეიკავონ.

„უკრაინა მუშაობს ოფიციალური ევაკუაციის დერეფნების გახსნაზე. გაუფრთხილდით საკუთარ თავს.“– დასძინა მან.

ცნობისთვის, როგორც UNIAN-მა მანამდე დაწერა, 21 მაისს, მარიუპოლსა და მარიუპოლის რეგიონში, ოკუპანტებმა ახალი „დაშვების სისტემა“ შემოიღეს. ქალაქ მარიუპოლსა და რეგიონში გადაადგილებისთვის – ოკუპირებულ ტერიტორიაზე გასასვლელად და შესასვლელად, მოქალაქეებს სპეციალური საშვი უნდა ჰქონდეთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები