LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დეკანოზი ილია ჭიღლაძე: ერთადერთი გამოსავალია ქალებმა აუცილებლად დატოვონ ქმარი და განქორწინდნენ, თუ ის მოძალადეა

2198
BeFunky-collage (4)

დეკანოზი ილია ჭიღლაძე თბილისში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში მომხდარ საზარელ დანაშაულს ეხმიანება სოციალურ ქსელში და ქალთა მიმართ ძალადობის კუთხით არსებულ გამოწვევებზე საუბრობს.

რატომ კლავენ ქალებს საქართველოში?

“პროვინციული პაპიზმის შემოქმედმა კერპმა პატრიარქმა კი ადღესასწაულა ერი 17 მაისს “ოჯახის სიწმინდის დღეს”, მაგრამ დღეს ქმარმა სასტიკად მოკლა ცოლი საჯაროდ და შვილების თვალწინ. და ეს უბედურება ლამის ყოველდღიურობად იქცა საქართველოში.
ერთადერთი გამოსავალია ქალებმა აუცილებლად დატოვონ ქმარი და განქორწინდნენ, თუ ის მოძალადეა. ხშირად საეკლესიო პირები და ახლობლები უჩიჩინებენ ქალებს, რომ განქორწინება ცოდვაა.

სინამდვილეში კი ნაძალადევი ოჯახია ცოდვა და უბედურება. არც სიყვარული ამართლებს ასეთ ერთობას და არც არაფერი. მართალია ქართულმა ფსევდო სამართალმა ადამიანის სიცოცხლე 13-17 წლის პატიმრობის ფასად მიიჩნია, მაგრამ სინამდვილეში სიცოცხლე შეუფასებელი და აუნაზღაურებელი ფასეულობაა.

ამიტომ, ქალბატონებო, დაიცავით თავისუფლება, თქვენი უფლებები და საკუთარი სიცოცხლე, ნუ აკვლევინებთ თავებს ამ პირუტყვ კაცებს; სახელმწიფო, ეკლესია, საზოგადოება, ახლობლები თქვენ ვერ გიცავენ. საქართველოში დღეს ქალი ყველაზე მოწყვლად არსებად იქცა”, – წერს ილია ჭიღლაძე.

ცოლის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი: პატიმრობის წინააღმდეგი არ ვიქნებით

საზოგადოებრივ ტრანსპორტში ცოლის მკვლელობისთვის დაკავებული პირი ფაქტებს ვერ იხსენებს, გაოგნებულია, სინანულშია: ადვოკატი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები