36 წლის ჯესიკა ალბა რამდენიმე დღის წინ ლოს-ანჯელესში დააფიქსირეს. მას ტანზე მომდგარი მაისური აცვია. მომრგვალებული დიდი მუცლი იმას მიანიშნებს, რომ ის მალე იმშობიარებს.
ორსულობის შესახებ ვარსკვლავმა ივნისში განაცხადა. ჯესიკა ალბამ მაშინ ემოციური ფოტო გააზიარა, სადაც თავის ქალიშვილებთან ერთად დგას. ხელში კი ციფრი სამის გამოსახულებით საჰაერო ბუშტი უჭირავს.
„კეში უორნი და მე, ოფიციალურად ვადასტურებთ, რომ მალე ჩვენი ოჯახი შეივსება. მესამე პატარას ველოდები“ – დაწერა ჯესიკამ.
სამი კვირის წინ მსახიობმა პატარს სქესიც გაამჟღავნა, ის ბიჭუნას ელოდება. „ერთი სული მაქვს როდის ჩავეხუტები“- განაცხადა ალბამ.