უზბეკეთიდან ბათუმის მიმართულებით პირველი ფრენა შესრულდა.
Uzbekistan Airways-მა პირდაპირი რეისი ბათუმში ტაშკენტიდან 21 მაისს განახორციელა. უზბეკ ტურისტებს ბათუმის აეროპორტში ფოლკლორ შოუთი დახვდნენ. ტაშკენტიდან ბათუმის მიმართულებით ფრენები კვირაში ორჯერ, ოთხშაბათსა და შაბათს ზაფხულის სეზონის ბოლომდე გაგრძელდება, რაც რეგიონში უზბეკი ტურისტების მოზიდვას შეუწყობს ხელს.
აღსანიშნავია, რომ ჯამში, მაისის განმავლობაში, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში 250-ზე მეტი ფრენა 10-მდე ქვეყნიდან განხორციელდება.