Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
„მინდა გავაქარწყლო სპეკულაციები“ – გიორგი ქუფარაშვილი „აზოვის“ პოლკის 3 წარმატებულ საბრძოლო დავალებასა და მარიუპოლში არსებულ ვითარებაზე – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მინდა გავაქარწყლო სპეკულაციები“ – გიორგი ქუფარაშვილი „აზოვის“ პოლკის 3 წარმატებულ საბრძოლო დავალებასა და მარიუპოლში არსებულ ვითარებაზე

191
ქუფარაშვილი

აზოვის პოლკის დამფუძნებელი გიორგი ქუფარაშვილი მარიუპოლში არსებულ ვითარებასა და „აზოვის“ მიერ შესრულებულ წარმატებულ სამ საბრძოლო დავალებაზე TV პირველთან საუბრობს.

„ქალაქ მარიუპოლში სიწყნარეა, არ იბომბება. შეწყვეტილი ყველაფერი, რადგან მოხდა მთლიანი პირადი შემადგენლობის გაყვანა. მინდა გავაქარწყლო სპეკულაციები, დაპირისპირებები, დავალება შესრულდა, სახელმწიფოსგან იყო ძირითადი ამოცანა, ქალაქის მოსახლეობის დაცვა. გვქონდა 3 საბრძოლო დავალება. პირველი – მოეზიდა ძალები მაქსიმალურად, რაც „აზოვმა“ წარმატებით გააკეთა და მისცა საშუალება ქვეყანას, ოპერატიული რეზერვი გამოეყვანა, მოემზადებინა . მეორე – შეიარაღებულ ძალებს გაეკეთებინა გადაჯგუფება. მესამე – დროის მოგება, რომ საერთაშორისო დახმარების მიერ გაწეული შეიარაღების შემოტანა მომხდარიყო, ამას სჭირდება ლოჯისტიკა, პირადი შემადგენლობის მომზადება, ქვედანაყოფებში დაგზავნა და გამოყენება. ეს ყველაფერი წარმატებით შესრულდა“ – აცხადებს და ამატებს, რომ ბრძანების არშესრულება სამხედროებში და „აზოვისთვის“ მიუღებელია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები