LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსმა ოკუპანტებმა დაბომბეს სკოლა, რომელსაც 200-მდე მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, მათ შორის უმეტესობა ბავშვია

163
Untitled design (7)

რუსმა სამხედროებმა სევეროდონეცკის სკოლა დაბომბეს. 

ამის შესახებ ლუგანსკის რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაციის თავმჯდომარე სერხი გაიდაი ინფორმაციას “ტელეგრამში” ავრცელებს.

სკოლას 200-მდე მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, მათ შორის უმეტესობა ბავშვები არიან.

ამ დროისთვის გავრცელებული ინფორმაციით, დაიღუპა სამი ადამიანი.

“დილით ორკებმა არტილერიიდან ცეცხლი გაუხსნეს სევეროდონეცკის სკოლას, სადაც ადამიანები იმალებოდნენ. 200-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის ბევრი ბავშვი”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

მისივე თქმით დაღუპულებს შორის ბავშვები არ არიან.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში