LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალი iPhone 11 დასაკეცი იქნება

135

მაშინ, როდესაც სმარტფონები ჩარჩოს გარეშე 2017 წლის მთავარ ტრენდად დასახელდა, მოდაში კვლავ საკეცი მოწყობილობები შემოდის: ცნობილია, რომ 2018 წელს კომპანია Samsung-ის სიახლე, რომლის პირობითი სახელწოდებაც Galaxy X იქნება, სწორედ დასაკეცი ფორმატის იქნება.

ამჯერად კი ცნობილი ხდება, რომ ამ გზას Apple-მაც მიმართა და შემდეგი შინაარსის ოფიციალური განცხადება გამოაქვეყნა: „ახალ ელექტრონულ მოწყობილობას შესაძლოა დრეკადი ნაწილი ჰქონდეს, რომლის წყალობითაც სმარტფონი დაიკეცება“.

არსებობს ვარაუდი იმის შესახებაც, რომ დასაკეცი სმარტფონების დასამზადებლად Apple თანამშრომლობას LG-სთან აპირებს, რომელმაც მსგავსი ტიპის მოწყობილობის პრეზენტაცია ერთ-ერთმა უკანასკნელმა მოახდინა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები