LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრძანების თანახმად, თუ სკოლას მომზადებული პედაგოგი ეყოლება, I კლასში ჭადრაკის სწავლება სავალდებულო იქნება

116
ჭადრაკი სკოლაში

განათლების მინისტრის ბრძანებით, თუ სკოლას შესაბამისად მომზადებული მასწავლებელი ეყოლება,პირველ კლასში ჭადრაკის სწავლება სექტემბრიდან სავალდებულო იქნება.

ამავე ბრძანების თანახმად:

„მოსწავლეების ანალიტიკური, ლოგიკური და გადაწყვეტილების მიღების უნარების განვითარების ხელშესაწყობად, სისტემური და სტრატეგიული აზროვნების გასაძლიერებლად, მათი ემოციურ-სოციალურ-კოგნიტური განვითარების, ასევე ევროპარლამენტის 2012 წლის ევროკავშირის საგანმანათლებლო სისტემებში პროგრამის – „ჭადრაკი სკოლაში“ – დანერგვის შესახებ დეკლარაციის გათვალისწინების მიზნით, ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის პირველ კლასში სავალდებულო საგნად დაემატოს ჭადრაკი“, – ნათქვამია მინისტრის ბრძანებაში.

ამავე ბრძანებაში მიხედვით, საგანი „კომპიუტერული ტექნოლოგიები“ 2021-2022 წლიდან სავალდებულო ხდება.

„II, III და IV კლასებში საგანი „კომპიუტერული ტექნოლოგიები“ 1-საათიანი კვირეული დატვირთვით სკოლებს შეუძლიათ დაიმატონ 2020-2021 სასწავლო წლის მეორე სემესტრიდან, ხოლო 2021-2022 სასწავლო წლიდან საგანი ხდება სავალდებულო“, – წერია ბრძანებაში.

სამინისტროს ინფორმაციით, სავალდებულო საგნად ჭადრაკის შესწავლა 2022-2023 წლის სექტემბრიდან იგეგმება, მანამდე კი ჭადრაკის ეროვნულ ფედერაციასთან თანამშრომლობით აქტიურად მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები, მასწავლებლების ტრენინგების ორგანიზებისა და სასწავლო რესურსების მომზადების კუთხით.

უწყების ცნობით, სკოლებში ჭადრაკის სწავლება გათვალისწინებულია ევროკავშირის 2012 წლის დეკლარაციით, რომელიც საგანმანათლებლო სისტემებში ჭადრაკის სწავლების დანერგვას ითვალისწინებს.