LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის მერიის პროგრამა „ისწავლე და დასაქმდი“ დაიწყო

81
image_2022-05-19_121434828

თბილისის მუნიციპალიტეტის მერია იწყებს პროგრამა „ისწავლე და დასაქმდის“ ახალ    ეტაპს და აცხადებს დაინტერესებული მოქალაქეების ონლაინ რეგისტრაციას  პლატფორმა www.dasakmdi.ge-ზე.

პროგრამა  ითვალისწინებს  თბილისში  რეგისტრირებული მოქალაქეების პროფესიულ  მომზადება/გადამზადებას მოკლევადიანი პროფესიული კურსების მეშვეობით შრომის  ბაზარზე მოთხოვნად სპეციალობებში და კერძო სექტორთან თანამშრომლობით დასაქმების ხელშეწყობას.

პროგრამის ფარგლებში, მოქალაქეების მომზადება/გადამზადება განხორციელდება 40-მდე სპეციალობაში მშენებლობის, ინჟინერიის, ინფორმაციული ტექნოლოგიების,  კვების, ტურიზმის, მომსახურების, დიზაინის, ტრანსპორტის, ვეტერინარიის,    ჯანდაცვისა და ფინანსების სფეროებში.

ამ ეტაპზე, 1 000-მდე მოქალაქე გაივლის მომზადება/გადამზადებას შემდეგ სახელმწიფო  პროფესიულ კოლეჯებში: „მერმისი“, „იკაროსი“, „გლდანის პროფესიული მომზადების  ცენტრი“ და „სპექტრი“.

ბენეფიციარების  შერჩევის ძირითადი კრიტერიუმებია:

  • ქ. თბილისში რეგისტრაცია;
  • მინიმალური ასაკი 18 წელი;

თითოეულ  სპეციალობაზე  სწავლის ხანგრძლივობა არის არაუმეტეს სამი თვე და სასწავლო პროცესი  მოიცავს  როგორც  თეორიულ, ისე პრაქტიკულ მეცადინეობებს.

პროგრამის კურსდამთავრებულებზე გაიცემა ორენოვანი (ქართულ და ინგლისურ ენებზე) სახელმწიფო სერტიფიკატი.

პროგრამის რეგისტრაციის ვადები: 2022  წლის 18 – 30 მაისი. სასწავლო პროცესი კი დაიწყება 6 ივნისიდან.

რეგისტრაციისთვის და დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს: www.dasakmdi.ge.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები