Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
საქართველოს საგარეო უწყება: ტრაპიზონთან მომხდარი ავარიისას გარდაცვლილი მოქალაქე სამშობლოში გადმოასვენეს, დაშავებულები კი მკურნალობას სხვადასხვა კლინიკაში გადიან – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს საგარეო უწყება: ტრაპიზონთან მომხდარი ავარიისას გარდაცვლილი მოქალაქე სამშობლოში გადმოასვენეს, დაშავებულები კი მკურნალობას სხვადასხვა კლინიკაში გადიან

225
BeFunky-collage (5)

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თურქეთში მომხდარი ავარიისას დაშავებული 6 მოქალაქიდან, 1 გარდაიცვალა და ის უკვე გადმოსვენებულია სამშობლოში, დანარჩენი 5 მკურნალობის კურსს გადის სხვადასხვა კლინიკებში.

მათივე ცნობით, ტრაპიზონში საქართველოს გენერალური საკონსულო ინფორმირებულია.

“გენერალური საკონსულოს წარმომადგენლებმა მოინახულეს ყველა დაშავებული მოქალაქე და მიიღეს მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დეტალური ინფორმაცია. ტრაპიზონში გენერალური საკონსულო მუდმივ კონტაქტზეა როგორც დაშავებულების ოჯახის წევრებთან, ასევე მათ მკურნალ ექიმებთან.

დღესვე, დაგეგმილია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის მინისტრის, ნინო ნიჟარაძის ვიზიტი ქალაქ ტრაპიზონში, სადაც ის, გენერალურ კონსულთან გელა ჯაფარიძესთან ერთად, მოინახულებს დაშავებულ მოქალაქეებს”, – აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.

შეგახსენებთ, თურქეთში, ქალაქ ტრაპიზონთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. აჭარის მთავრობის ინფორმაციით, ავარიაში მოყვა მიკროავტობუსი, რომელშიც საქართველოს მოქალაქეები ისხდნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები