თბილისში “მთავარი არხის” დამფუძნებლის მხარდასაჭერად სოლიდარობის აქცია მიმდინარეობს, რომელიც რესპუბლიკის მოედანზე მოედნიდან პარლამენტისკენ მსვლელობით გრძელდება.
აქციის ორგანოზატორები არიან სხვადასხვა მედიასაშუალებების ჟურნალისტები და მედიამენეჯერები.
როგორც აქციის მონაწილემ, ჟურნალისტმა ინგა გრიგოლიამ განაცხადა, ნიკა გვარამიას დაპატიმრებით იწყება “ძალიან მძიმე ამბები თავისუფალი ქართული მედიისთვის”.
თბილისის პარალელურად, სოლიდარობის აქცია იმართება ბათუმშიც.