LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩვენმა ქვეყანამ შეძლო, გამხდარიყო გამარჯვებული და 2023 წელს ITB Berlin-ზე მასპინძელი ქვეყნის სტატუსით ვიყოთ წარდგენილი – მარიამ ქვრივიშვილი

101
280958139_2044551672410691_6782634244098552759_n

ჩვენთვის ძალიან სასიხარულო და საამაყოა, რომ ჩვენმა ქვეყანამ შეძლო, გამხდარიყო გამარჯვებული და 2023 წელს ITB Berlin-ზე მასპინძელი ქვეყნის სტატუსით ვიყოთ წარდგენილი. ფაქტობრივად, 25-მდე ქვეყანას ასევე სურდა, რომ მომავალ წელს მსოფლიოს წამყვან ტურისტულ გამოფენაში მასპინძლის რანგში მიეღო მონაწილეობა, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა ITB Berlin-ის გამოფენასთან თანამშრომლობის მემორანდუმზე ხელმოწერის ცერემონიისას განაცხადა.

აღსანიშნავია, რომ საქართველომ გამოფენაში მასპინძელი ქვეყნის რანგში მონაწილეობაზე განაცხადი ჯერ კიდევ პანდემიამდე გააკეთა და ეს სტატუსი წამყვან ტურისტულ ქვეყნებთან კონკურენციაში მოიპოვა.

ეს არის ქვეყანა, რომელიც ძალიან კარგად იციან, მაგრამ მისი იდუმალი სამყარო მაინც აღმოუჩენელია – ITB Berlin-ის გამოფენის დირექტორი

„ეს, რა თქმა უნდა, საქართველოს აძლევს უპრეცედენტოდ მნიშვნელოვან შესაძლებლობას, რომ პირველ რიგში – გაზარდოს ქვეყნის ტურისტული ცნობადობა და გაზარდოს ის საერთაშორისო არეალზე. ეს ხელს შეუწყობს ჩვენი კერძო სექტორის გაძლიერებას როგორც გერმანულ, ისე საერთაშორისო ტურისტულ ბაზარზე. ჩვენ მოლოდინი გვაქვს, რომ, განსაკუთრებით კოვიდპანდემიის დასრულების შემდეგ, ამ პროექტით და იმით, რომ საქართველო იქნება მასპინძელი ქვეყანა, ჩვენი ტურიზმის სექტორი კიდევ უფრო სწრაფად დაუბრუნდება კოვიდ 19-მდე მაჩვენებელს და მეტიც, გადააჭარბებს ჩვენს ტრადიციულ, ისტორიულ, ყველაზე მაღალ ნიშნულს ტურიზმის სექტორში“, – აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

ცნობისთვის, ITB Berlin ტურიზმის სფეროში ერთ-ერთი უმსხვილესი და ამასთან ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ფორუმია, რომელშიც ყოველწლიურად 181 ქვეყნის 10 000-ზე მეტი კომპანია მონაწილეობს და ასი ათასობით დამთვალიერებელი სტუმრობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები