LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ადამიანთა უფლებათა კომისია “თალიბანმა” არასაჭიროდ მიიჩნია და გააუქმა

84
თალიბანი

ავღანეთში “თალიბანის” ხელისუფლებამ ყოფილი მთავრობის ხუთი საკვანძო დეპარტამენტი, მათ შორის ადამიანის უფლებათა ­დაცვის კომისია, გააუქმა.

მედიის ინფორმაციით, „თალიბები“ აცხადებენ, რომ არსებული ფინანსური კრიზისის პირობებში აღნიშნული დეპარტამენტების დაფინანსებას საჭიროდ არ მიიჩნევენ.

„ეს დეპარტამენტები არ იქნა მიჩნეული საჭიროდ და არ იყო გათვალისწინებული ბიუჯეტში, რის გამოც ისინი დაიშალა“, – თქვა თალიბანის მთავრობის პრესსპიკერის მოადგილემ, ინნამულა სამანგანმა.

„თალიბების“ მიერ გაუქმებულ უწყებებს შორის არიან ეროვნული შერიგების უმაღლესი საბჭო და ავღანეთის კონსტიტუციის შესრულების ზედამხედველობის კომისიაც.

2021 წლის აგვისტოში, საერთაშორისო ძალებმა ავღანეთი დატოვეს, რასაც ავღანეთის მთავრობის კოლაფსი და „თალიბების“ მიერ ძალაუფლების ხელში ჩაგდება მოჰყვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები