LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი მშვენიერაძე: „ამ ქვეყანაში ყველაფერი დანაშაულია, ბიძინა თუ მტრად გთვლის და ყველაფერი კანონიერია, ბიძინას ლაქია თუ ხარ.. სინამდვილეში ხელბორკილი სიტყვის თავისუფლებას დაადეს“

120
BeFunky-collage (8)

ამ ქვეყანაში ყველაფერი დანაშაულია, ბიძინა თუ მტრად გთვლის და ყველაფერი კანონიერია, ბიძინას ლაქია თუ ხარ, – ასე ეხმაურება უფლებადამცველი, იურისტი გიორგი მშვენიერაძე მთავარი არხის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას დაკავებას.

“და მაინც, ბიძინას ლაქიობას ციხეში ჯდომა სჯობს, რადგან შეიძლება ფიზიკური თავისუფლება დაკარგო, მაგრამ არ გახდები მონა..

ხელბორკილის დადებაც რა სიმბოლურია – ვითომ სადმე გარბოდა ნიკა.

სინამდვილეში ხელბორკილი სიტყვის თავისუფლებას და ამ ქვეყნის ევროინტეგრაციას დაადეს”, – წერს გიორგი მშვენიერაძე.

„მთავარი არხის“ დამფუძნებელი ნიკა გვარამია და მასთან ერთად ბრალდებული კახაბერ დამენია სასამართლომ დამნაშავედ ცნო, ზურაბ იაშვილი კი უდანაშაულოდ იქნა ცნობილი. ნიკა გვარამია სასამართლომ ნაწილობრივ დამნაშავედ ცნო, მის მიმართ წარდგენილი მუხლების ნაწილი 220-ე მუხლით გადაუკვალიფიცირა და 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა შეუფარდა.

ამავე თემაზე: 

გაბუნია: ბრძოლა აუცილებლად გაგრძელდება, არ იქნება მარტივი, მაგრამ „მთავარი არხი“, ნიკა გვარამიას ბოლო წლების ქმნილება გააგრძელებს ჩვეულებრივად მუშაობას

„ასამართლებენ მხოლოდ იმის გამო, რომ „რუსთავი 2“ აქცია თავისუფლების ციხესიმაგრედ და შეკრა გუნდი, რომელსაც ამ დრომდე ვერ მოერია „მანქურთთა ჯგუფი“ – ნოდარ მელაძე გვარამიაზე

ვიდეო – რასაც მთელი ცხოვრება ებრძოდა, რისთვისაც მთელი ცხოვრება წვალობდა, იმის გამო ასამართლებდნენ: სოფო ლილუაშვილი ნიკა გვარამიაზე

აბა თქვენ იცით! – ნიკა გვარამიას პირველი კომენტარი განაჩენის შემდეგ

ნიკა გვარამიას მეუღლე: „მხოლოდ იმის თქმა შემიძლია ახლა, რასაც ჩემს შვილებს ვეტყვი სკოლიდან რომ გამოვლენ, გამაგრდნენ..“

„ბიძინა ივანიშვილისთვის, ტელეკომპანია „მთავარი“ გახდება აზოვსტალი“ – როგორ ეხმაურებიან ნიკა გვარამიას დაკავებას

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები