LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წვიმა, ელჭექი, ძლიერი ქარი – როგორ ამინდს პროგნოზირებენ სინოპტიკოსები

1198
tsvima_w_h

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 16 მაისის დღის ბოლომდე საქართველოში (ძირითადად ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში) მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან ძლიერი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან შესაძლებელია სეტყვა.

მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები