LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროვიზიის გამარჯვებული სახლში მიდის, რათა უკრაინის ჯარს შეუერთდეს: Kalush Orchestra-ს სოლისტი ფრონტის ხაზზე წასვლამდე მეგობარ გოგონას ემშვიდობება

415
ევროვიზიაააა

უკრაინული ჯგუფ Kalush Orchestra-ის წევრი, რომელმაც გუშინ ევროვიზიის სიმღერის კონკურსში გაიმარჯვა, თავის შეყვარებულს დაემშვიდობა და ომში ფრონტის ხაზზე წასასვლელად გაემგზავრა. ოლეგ ფსიუკი შეყვარებულთან ჩახუტებული იტალიაში, სასტუმროს წინ გადაიღეს, მაშინ, როდესაც აეროპორტისკენ წასასვლელად ემზადებოდა.  ინფორმაცია და ფოტოები დეილი მეილიმ გაავრცელა.

უკრაინამ კონკურსში 631 ქულით პირველი ადგილი დაიკავა. ფოლკ-რეპ ჯგუფმა Kalush Orchestra წარადგინა სიმღერა  Stefania, რომელმაც ოვაციები დაიმსახურა.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პირობა დადო, რომ მომავალ წელს ევროვიზიის მონაწილეებსა და სტუმრებს მარიუპოლში უმასპინძლებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები