LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

440
KIDEV-ERTI-DAIGUPA

უკრაინის ქალაქ იზიუმთან კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ინფორმაცია ფორმულას ოჯახის ახლობელმა დაუდასტურა.

ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში, გარდაცვლილი მებრძოლის ვინაობა არ არის დასახელებული.

ომის დაწყების პირველივე დღეებიდან, უკრაინაში რამდენიმე ასეული ქართველი მოხალისე იბრძვის. დღეის მონაცემებით, უკრაინაში რუსეთთან ომს შეეწირნენ: დავით რატიანი, გია ბერიაშვილი, ბახვა ჩიქობავა, დავით გობეჯიშვილი, დავით მენაბდიშვილი, ნიკოლოზ შანავა, არკადი კასრაძე, ალიკა ცაავა, ზაზა ბიწაძე, ტატო ბიგვავა.

წყარო: ტელეკომპანია ფორმულა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები