LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიოში უხუცესი ქალის სიცოცხლის საიდუმლო შოკოლადია

72
Capture

118 წლის ფრანგი მონაზონი ლუსილ რენდონი, რომელსაც ცოტა ხნის წინ მსოფლიოში უხუცესი ადამიანის წოდება მიანიჭეს, ჯანმრთელობას შოკოლადსა და ღვინოს უმადლის. ლუსილის ისტორია გამოცემა Eat This, Not That!-მა გამოაქვეყნა.

რენდონის თქმით, მან მთელი სიცოცხლე ადამიანების დახმარებას მიუძღვნა.

„ადამიანები ამბობენ, რომ სამსახური მათ კლავთ, მე კი სამსახური ძალას მმატებდა, ვმუშაობდი სანამ 108 წელი არ შემისრულდა. ადამიანები ერთმანეთს უნდა ეხმარებოდნენ, უყვარდეთ ერთმანეთი და არ სძულდეთ.“ – ფიქრობს მონაზონი.

ქალს არ ავიწყდება ასევე ცხოვრებისეული სიამოვნებები, ძალიან უყვარს შოკოლადი და ღვინო. როგორც მისი მეგობრები აცხადებენ, რენდონი თითო ჭიქა ღვინოს ყოველდღიურად მიირთმევს.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოში უხუცესი ადამიანის წოდება რენდონმა იაპონელი კანე ტანაკას გარდაცვალების შემდეგ მიიღო. ტანაკა 119 წლის და 107 დღის იყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები