LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსუდან კერვალიშვილი: „მე და მაია ციხეში ყოველდღე ხმამაღლა ვკითხულობდით ბიბლიას… ამან გადამარჩინა…“

163
rusudani

რუსუდან კერვალიშვილი დასთან, მაია რჩეულიშვილთან და მის ოჯახთან ურთიერთობის და ასევე ციხეში გატარებული წლების შესახებ ია ფარულავას გადაცემაში საუბრობს.

„ბიბლიოთეკა არის ყველაზე მთავარი. ის, რამაც მე გადამარჩინა. მართლა კარგი ბიბლიოთეკაა, თუმცა განახლება სულ სჭირდება. რაც ბავშვობაში დამაკლდა და სოფლის თუ სხვა ბიბლიოთეკაში ვერ წავიკითხე, მომეცა საშუალება ორჯერ-სამჯერ გადაკითხვის. და რაც ყველაზე მთავარია, ბიბლია, რომელსაც ხმამაღლა ვკითხულობდი. რაც უნდა ყოფილიყო, 12 საათზე ვიწყებდი ყველა თავის კითხვას. ამან გადაგვარჩინა და ბევრი რამ სრულიად გადავაფასეთ ცხოვრებაში“.

“ჩვენ ერთად ვართ მთავარია, მერე რა, რომ ზამთარია” – რჩეულიშვილების ერთობლივი ფოტოები

ია ფარულავას კითხვაზე, რით იკვებებოდნენ დები ციხეში, რუსუდან კერვალიშვილი პასუხობს, რომ კვების საკითხს მაია რჩეულიშვილი აგვარებდა, რომელიც ძალიან კარგი კულინარია. შეკითხვას, დადიოდნენ თუ არა დები გამოპრანჭულები ციხეში, რუსუდანი დადებითად პასუხობს.

რუსუდან კერვალიშვილი: „ლელა კილაძე გუკასთან მიმართებაში სწორად მოიქცა, არ აპატია ის, რაც არ იყო საპატიებელი და ფაქტია, რომ ჩემს დას თავისი შვილი ცოცხალი და ჯანმრთელი დაუბრუნდება…“

რუსუდან კერვალიშვილი: „დაპატიმრების წინ ვახტანგს გამოვემშვიდობე, ყველამ იცოდა, რომ მას ვეღარ ვნახავდი…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები