ლებრონ ჯეიმსი 2022 წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენების სიას ჩაუდგა სათავეში.
Sportico-ის შეფასებით, „ლოს ანჯელეს ლეიკერსის“ ფორვარდის შემოსავალი 126.9 მლნ დოლარია, საიდანაც 90 მილიონი – სარეკლამო კონტრაქტებზე მოდის, ხოლო 36.9 მილიონი – ხელფასია.
ასეულში შევიდნენ NBA-ს 36 კალათბურთელი, NFL-ის 25 მოთამაშე, 13 ფეხბურთელი, 12 ბეისბოლისტი და სპორტის სხვადასხვა სახეობის წარმომადგენლები.
პირველი ათეული ასე გამოიყურება:
1. ლებრონ ჯეიმსი („ლოს ანჯელეს ლეიკერსი“) – 126,9 მლნ დოლარი (ხელფასი – 36,9 მლნ დოლარი, რეკლამა – 90 მლნ დოლარი);
2. ლიონელ მესი (პსჟ) – 122 მლნ (72+50);
3. კრიშტიანო რონალდო („მანჩესტერი“) – 115 მლნ (60+55);
4. ნეიმარი (პსჟ) – 103 მლნ (65+38);
5. საულ კანელო ალვარესი – 89 მლნ (84+5);
6. სტეფ კარი („გოლდენ სტეიტი“) – 86,2 მლნ (41,2+45);
7. კევინ დურანტი („ბრუკლინი“) – 85,9 მლნ (37,9+48);
8. როჯერ ფედერერი – 85,7 მლნ (724 ათასი + 85 მლნ);
9. ჯეიმს ჰარდენი („ფილადელფია“) – 76 მლნ (40+36);
10. ტაიგერ ვუდსი – 73,5 მლნ (8,5+65).