LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მშვიდობიანი მოსახლეობა, რომლის შესახებაც ჩვენ ვიცოდით, რომელიც ჩვენთან გვყავდა და ვზრუნავდით, ჩვენთან აღარ არიან – აზოვის პოლკის მეთაურის მოადგილე

229
sviatoslavi

მშვიდობიანი მოსახლეობა, რომლის შესახებაც ჩვენ ვიცოდით და ჩვენთან გვყავდა, ჩვენთან აღარ არიან – ამის შესახებ ალყაში მოქცეულ “აზოვსტალის” ფოლადის ქარხანაში მყოფმა უკრაინის აზოვის პოლკის მეთაურის მოადგილემ, კაპიტანმა სვიატოსლავ პალამარმა განაცხადა.

„თუ თქვენ თავად “აზოვსტალის” ქარხანაზე საუბრობთ, მაშინ მშვიდობიანი მოსახლეობა, რომლის შესახებაც ჩვენ ვიცოდით, მშვიდობიანი მოსახლეობა, რომელიც ჩვენთან გვყავდა, მშვიდობიანი მოქალაქეები, რომლებზეც ჩვენ ვზრუნავდით, ჩვენთან აღარ არიან. მათ ქარხნის დატოვება მოახერხეს. დანამდვილებით ვერ გეტყვით, შესაძლოა, ამ ტერიტორიაზე კიდევ არის ვინმე, რადგან არც ერთი საერთაშორისო ორგანიზაცია არ მოსულა და არ ჰქონია წვდომა, რომ სიტუაცია შეაფასოს“, – განუცხადა პალამარმა CNN-ს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები