LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გარდაიცვალა პიანისტი ლექსო თორაძე

6957
rsfsfssffs

69 წლის ასაკში პიანისტი ლექსო თორაძე გარდაიცვალა.

ინფორმაციას ოჯახის ახლობლები ადასტურებენ.

როგორც ცნობილია, პიანისტი აშშ-ში საკუთარ სახლში გარდაიცვალა.

ლექსო თორაძე შტატებში 1983 წლიდან ცხოვრობდა და ეწეოდა საშემსრულებლო და პედაგოგიურ მოღვაწეობას.

1991 წელს ლექსო თორაძე გახდა ქალაქ საუთ-ბენდის (ინდიანას შტატი) უნივერსიტეტის პროფესორი და აქვე დააარსა საფორტეპიანო სტუდია – Toradze Piano Studio.

მუსიკოსი აღიარებულია თანამედროვეობის ერთ-ერთ ვირტუოზ პიანისტად.

ლექსო თორაძის საშემსრულებლო რეპერტუარი მოიცავს სხვადასხვა სტილის ნაწარმოებებს. მუსიკოსმა აღიარება მოიპოვა მოცარტის, ლისტის, პროკოფიევის, რახმანინოვის, სტრავინსკის, ჩაიკოვსკის და სხვა ნაწარმოებთა შესრულებით. პიანისტის დისკოგრაფია საკმაოდ ვრცელია. მათ შორის, აღსანიშნავია, რომ მან დისკზე ჩაწერა შოსტაკოვიჩის ყველა საფორტეპიანო კონცერტი ფრანკფურტის რადიოს სიმფონიურ ორკესტრთან ერთად და ასევე, პროკოფიევის ყველა საფორტეპიანო კონცერტი სანკტ-პეტერბურგის მარიას თეატრის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად ვალერი გერგიევის დირიჟორობით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები