Tbilisi Open Air ორწლიანი პაუზის შემდეგ კვლავ უბრუნდება სცენას. ზაფხულის რამდენიმე დღეს ქართველი მსმენელი საინტერესო მუსიკოსების პერფორმანსებზე გაატარებს. მათ შორისაა ცნობილი უკრაინული ჯგუფიც „ოკეან ელზი“, რომელიც თბილისს 26 ივნისს ესტუმრება.
ჯგუფის სოლისტმა, სლავა ვაკარჩუკმა მსმენელს ვიდეომიმართვა ჩაუწერა, სადაც ამბობს:
„მადლობას ვუხდით ქართველებს მხარდაჭერისთვის, კეთილი სიტყვებისა და დახმარებისთვის. ჩვენი ერთად დგომა ძალიან მნიშვნელოვანია და ძალიან მნიშვნელოვანია Okean Elzy-ს გამოსვლა თბილისში. 26 ივნისს შევხვდებით Tbilisi Open Air 2022-ზე“.