LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იმას, რომ ქვეყანაში დასაქმების შესაძლებლობა არ არის, ვერანაირად დავეთანხმები, უამრავი ვაკანსია დევს, შეგიძლიათ შეხვიდეთ და ნახოთ – შალვა ალავერდაშვილი

159
5f0600d1a0a97

„იმას, რომ ქვეყანაში დასაქმების შესაძლებლობა არ არის, ვერანაირად დავეთანხმები. უამრავი ვაკანსია დევს. შეგიძლიათ შეხვიდეთ და ნახოთ ნებისმიერ საიტზე ვაკანსიების ჩამონათვალი“, – ამის შესახებ გადაცემაში „საქმის კურსი“ სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის პრეზიდენტმა შალვა ალავერდაშვილმა განაცხადა.

ალავერდაშვილმა სტუმარმასპინძლობის სექტორში არსებულ ვაკანსიებზე ისაუბრა და თქვა, რომ უშუალოდ მის მიერ მართულ სასტუმროებში ამ ეტაპზე 150-მდე ვაკანსიაა მიმტანის, ბარმენის, დამლაგებლის და სხვა პოზიციებზე.

„განსაკუთრებით ჩვენი სექტორიდან და აბსოლუტურად ყველა პორტალი ვაკანსიებით სავსეა. ასევე მოიმატა ხელფასმაც და ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, ნამატმა მინიმუმ 20% შეადგინა. თუმცა, სერიოზული პრობლემა გვაქვს განსაკუთრებით კვალიფიციური პერსონალის კუთხით”, – აცხადებს ალავერდაშვილი.

როგორც სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის პრეზიდენტმა აღნიშნა, კადრების მოძიება ამ ეტაპზე დიდი პრობლემაა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები