LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩვენთვის ტყვედ ყოფნა სიკვდილს ნიშნავს – „აზოვის“ მებრძოლების განცხადებით, ისინი ვერ ადასტურებენ, მოხდა თუ არა ყველა მშვიდობიანი მოქალაქის ევაკუაცია

212
აზოვსტალი (2)

„აზოვის“ მებრძოლების განცხადებით, ისინი ვერ ადასტურებენ, მოხდა თუ არა ყველა მშვიდობიანი მოქალაქის ევაკუაცია ქარხნის ტერიტორიიდან. ამის შესახებ ლეგიონის მეთაურის მოადგილემ, სვიატოსლავ პალამარმა განაცხადა.

მისი თქმით, სპეციალური ტექნიკის არ არსებობის გამო, შეუძლებელია იმის დადგენა, არიან თუ არა ადამიანები ქარხნის ტერიტორიაზე.

“აზოვსტალიდან” მოქალაქეების ევაკუაციის პირველი ეტაპი დასრულებულია, 300-ზე მეტი ადამიანის გადარჩენა მოხერხდა

დაზვერვის ოფიცრის, ილია სამოილენკოს თქმით კი, “აზოვის” პოლკისთვის დანებება მიუღებელია და მათთვის ტყვედ ჩავარდნა სიკვდილს ნიშნავს.

“ეს ჩვენთვის გარესამყაროსთან უკანასკნელი კონტაქტი თუ იქნება, მე მსურს მსოფლიომ იცოდეს თუ რა ხდება მარიუპოლსა და “აზოვსტალში“. ჩვენ სამხედროები ვართ და ნებისმიერ მომენტში შეიძლება დავიღუპოთ.

ვცდილობთ, ღირსეულად ვიცხოვროთ და დავიცვათ ჩვენი მეგობრები უღირსი ქმედებებისგან. ნუ გავაუფასურებთ ჩვენს თავგანწირვას. ბევრმა ადამიანმა გაწირა სიცოცხლე უკრაინისა და თავისუფალი მსოფლიოს დასაცავად, ჩვენ არ შეგვიძლია უბრალოდ დავყაროთ იარაღი და წავიდეთ. ჩვენ ბლოკირებული ვართ ყველა მიმართულებით, ჩვენთვის კაპიტულაცია მიუღებელია, მტრისთვის ამხელა საჩუქრის მიცემა არ შეგვიძლია.

ჩვენთვის ტყვედ ყოფნა სიკვდილს ნიშნავს,” – განაცხადა სამოილენკომ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები